ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში „იღბლიანი წაგებულის" სტატუსით მოხვდა, მაგრამ ასპარეზობას პირველივე წრეში დაემშვიდობა.
ბასილაშვილი ფრანგ ალექსანდერ მიულერს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში წააგო. შეხვედრა, რომელიც 2 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, მიულერმა 7:6, 6:7, 6:4 მოიგო.
სეტის ანგარიშებიდან კარგად ჩანს, რომ კორტზე უშეღავათო ბრძოლა იყო და გამარჯვება ორივე ჩოგბურთელს შეეძლო. მეტიც, პირველი-ორი სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. მესამე სეტში კი ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმი სამჯერ წააგო, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი 2021 წელს მოიგო, ხოლო შარშან ფინალში ითამაშა. ამჯერად, ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობას 1/16-ფინალში გამოეთიშა.