ფეხბურთი

20:33 | 21.02.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

„კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სტალის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა: მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, როდესაც ოთარი თამაშში ჩაერთო (46-ე წუთზე) და ერთ წუთში ანგარიში გაათანაბრა, მერე კი საგოლე პასი გააკეთა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:29 | 02.11.2021
dinamo222 (8587)

ჟოპალეზიიო DDD

0.064639