„ასტონ მარტინის“ კანადელი მრბოლი ლანს სტროლი, ბაჰრეინის წინასასეზონო ტესტებს გამოტოვებს. ამის მიზეზი არის ტრავმა, რომელიც მან ველოსიპედით ესპანეთში ვარჯიშისას, ინციდენტი შეემთხვა.
უფრო მეტიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 24 წლის მრბოლის მონაწილეობა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ეტაპზე, რომელიც ასევე ბაჰრეინში გაიმართება. თუ გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მას ბაჰრეინის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზევე ვიხილავთ.
სტროლმა ახალი სარბოლო ავტომობილი, AMR23 უკვე გამოსცადა სილვერსტოუნზე. ოღონდ ცივ ამინდში და თანაც, დასველებულ ტრეკზე. მან 17 წრის გავლა შეძლო.
„ასტონ მარტინი“ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა სახის ტრავმა აქვს სტროლს, ვინც გუნდის მფლობელ ლოურენს სტროლის შვილია. გუნდი იმედოვნებს, რომ მისი პილოტი სწრაფად გამოჯანმრთელდება.
„ასტონ მარტინის“ სარეზერვო პილოტები არიან ბელგიელი სტოფელ ვანდოორნი, ვინც „მაკლარენის“ ყოფილი პილოტია, ბოლო წლებში კი ფორმულა E-ს ჩემპიონატში ასპარეზობს და ბრაზილიელი ფელიპე დრუგოვიჩი, ვინც ფორმულა 2-ის ჩემპონია.
ბაჰრეინში ტესტები 23-25 თებერვალს გაიმართება, პირველი ეტაპი კი 5 მარტს არის დანიშნული.