თამაშგარე

17:09 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუსულ-უკრაინული ტრფობა ომის ფონზე

ლონდონის „ჩელსიში“ ახლადგადასულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის ამბავი როგორც ჩანს თავისებურად გაიგო და პუტინის „ბომჟთა“ საოკუპაციო ლაშქრის ქმედებას საპასუხოდ სულ სხვანაირი, თუმცა ყველასთვის გასაგები და რუსთათვის ესოდენ ნაცნობი „ოკუპაციით“ უპასუხა.

როგორც გამოცემა „ტრიბუნა“ წერს, მიხაილო საიდუმლოდ ხვდება ჯგუფ „სერებროს“ ყოფილ წევრს, კატია კიშუკის და ისეთ დღეში აგდებს, რუსულ სამხედრო გემის კაპიტანსაც კი რომ არ დასიზმრებია. ამ ამბავს ჯერჯერობით კატიაც და ფეხბურთელიც უარყოფს, მაგრამ „ცრემლის უარმყოფელი მოსკოვისა“ არ იყოს, ბრიტანელ ჟურნალისტებს არც ასეთი თავის მართლებისა სჯერათ.

„ყვითელი მოკალმეები“ აქვე იმასაც იხსენებენ, რომ მიხაილო მუდრიკის საგულშემატკივროდ „სტემფორდ ბრიჯის“ ტრიბუნაზე წამოსკუპებულ რუს კატიას ხელში უკრაინის დროშას ეჭირა, რაც ამ გოგოს მხრიდან პუტინის მიერ წამოწყებული ომისადმი უარყოფით განწყობასაც ასახავს. ასეთი დამოკიდებულება რუსისგან სასიამოვნოდ საკვირველია.

0.112076