ფეხბურთი

16:25 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილი დინამოს ფეხბურთელია

გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისის ფეხბურთელია. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული ფერენცვაროშიდან იჯარის წესით შემოურთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.

სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ფერენცვაროშში, შვედურ გიოტებორგში და თბილისის საბურთალოში ასპარეზობდა.

გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. ჩვენი კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.

0.122777