ფეხბურთი

15:38 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „მადრიდი აწუხებს ლივერპულს, ლივერპული კი - მადრიდს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ ისაუბრა.

„მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს „ენფილდთან“. ეს პანდემიის დრო გახლდათ, მაგრამ კარგად მახსენდება ყოველთვის სასიამოვნოა დაბრუნება დიდ სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფეროთი. იმედი გვაქვს, მაქსიმუმს გავაკეთებთ.

რა აწუხებს „ლივერპულს“ ყველაზე მეტად? მე ვიტყოდი მადრიდის „რეალი.“ კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ - მადრიდი აწუხებს ლივერპულს, ლივერპული კი - მადრიდს.“

ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსების შესახებ. „დღეს მოგების უფრო მეტი შანსი გვაქვს, ვიდრე შარშან. ეს მათთვის, ვინ ყოველდღე კითხულობს: შეუძლია თუ არა „რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოგება წელსაც." - თქვა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.

„ლივერპული“ – „რეალის" მატჩი დღეს, 21 თებერვალს, „ენფილდზე“ გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12274