პსჟ-ის თავდამსხმელი, კილიან მბაპე, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფრანგულ ლიგაში 150 გოლი გაიტანა.
შემტევმა ამ ნიშნულს 24 წლისა და 2 თვის ასაკში მიაღწია. კილიანს 150 გოლის გასატანად 203 მატჩი დასჭირდა.
პირველ სამეულში ასევე შედიან ჟიუსტ ფონტენი, რომელმაც ამ შედეგს 1959 წელს, 26 წლისა და 2 თვის ასაკში მიაღწია და ერვე რეველი (1972, 26 წელი და 3 თვე).
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე პსჟ-ის მაისურით 28 მატჩი გამართა, 27 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.