პსჟ-ის ხელმძღვანელობა ტომას ტუხელის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების საკითხს განიხილავს და მზადაა აღიაროს, რომ თავის დროზე გერმანელის გათავისუფლებით შეცდომა დაუშვა - გვამცნობს Evening Standard.
პარიზული გრანდი ამჟამინდელი დამრიგებლის, კრისტოფ გალტიეს მუშაობით იმედგაცრიებულია. ახლახან გუნდი ყველა შეჯიბრში ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.
გერმანელი სპეციალისტის ყოფილ გუნდში დაბრუნება ნამდვილად სავარაუდოა, რადგან მას ლუის კამპოსთან მოუწევს მუშობა და არა პარიზელთა ყოფილ სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან, რომელსაც ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა.
ტუხელი პსჟ-ის ხელმძღვანელებს სთხოვს გარანტიებს, რომ კლუბი დაიცავს მას გარკვეული ფეხბურთელების გავლენისგან და მოითხოვს, ხელი არ შეეშალოს სამწვრთნელო საქმიანობაში.
პარიზელების მწვრთნელობის ვარიანტად ჟოზე მოურინიუც განიხილება, თუმცა ის დიდი ალბათობით, „რომაში“ დარჩება.