„ლივერპულს“ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენა შესთავაზეს - გვამცნობს Football Insider. წყაროს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას მერსისაიდულ კლუბს ბრაზილიელი ფორვარდის შეძენა 80-90 მილიონ ევროდ ურჩიეს.
მოგვიანებით ნეიმარის მომსახურება ასევე „მანჩესტერ სიტის,“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლს“ შესთავაზეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ინგლისის ჩემპიონატის ტოპ-კლუბები ბრაზილიელს მაღალი სახელფასო მოთხოვნილებების გამო არ შეიძენენ.
ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კლუბთან კონტრაქტის ვადა 2025 წლამდეა გათვლილი.
31 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში პარიზულ კლუბში 29 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია