ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა პიერლუიჯი პარდომ, რომელიც ტელეკომპანია DAZN-ში მუშაობს, „სასუოლოსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს გოლი სეზონის ბოლოს საუკეთესოებში მოხვდება.
„ნაპოლი“ ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაგონებს, რომლის თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. კვარაცხელიას გოლი პირდაპირ ეთერში რომ ვნახე, მაშინვე ვიფიქრე, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლების კლიპში მოხვდებოდა“, - თქვა პარდომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.