იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის დასკვნით ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ტორინოს“ ესტუმრა და დაუზავდა (2:2). შედეგად, კრემონული გუნდი ისევ მოგების გარეშეა და გავარდნის ზღვარზეა.
თავიდან „ტორინო“ იგებდა, შემდეგ „კრემონეზე“ დაწინაურდა (74-ე წუთზე), მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა მხოლოდ 5 წუთი შეინარჩუნეს და საბოლოოდ დაკმაყოფილება ქულით მოუწიათ.
აღსანიშნავია, რომ მოედანზე დაბრუნდა ლოჩოშვილი, რომელსაც 9 იანვრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. ქართველმა მცველმა საზარდულის ტრავმის გამო თვე-ნახევარი გამოტოვა. ლუკას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. სხვათა შორის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით მან პირველი თამაში ჩაატარა.
„კრემონეზე“ 23 ტურის შემდეგ 9 ქულით მეოცე ადგილზეა და 28 თებერვალს, „რომას“ უმასპინძლებს.