ფეხბურთი

0:57 | 21.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ მთავარი გუნდია"

„ნაპოლის“ მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ „აინტრახტთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც „აძურის“ კაპიტანმა აღნიშნა, მთავარი გუნდია და ყველა ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმალურად იხარჯება.

„ძალიან წინ არ უნდა ვიყუროთ, აწმყოზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. კოლო მუანი? ის ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ. რთული მატჩი იქნება და ამისთვის მოვემზადეთ.

კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მთავარი სხვა რამეა: გუნდი. ყველანი „ნაპოლისთვის“ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ამ "ნაპოლიში" ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრებში იყო“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.115301