ფეხბურთი

22:13 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი კომენტატორი: "ნაპოლის" ყურება სიამოვნებაა, კვარაცხელიათი აღფთროვანებული ვარ"

ცნობილმა იტალიელმა რადიოკომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „აძურიმ“ მიზნად ყველა ტურნირის მოგება უნდა დაისახოს, ხოლო კვარაცხელიათი უბრალოდ აღფრთოვანებულია და მისი თამაშის ყურებისას ემოციებს ვერ მალავს.

„ნაპოლის“ ყურება თვალებისთვის სიამოვნებაა. აღფრთოვანებული ვრჩები, როცა ვხედავ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ასეთ დრიბლინგს აკეთებს (სასუოლოსთან საგოლე შეტევას გულისხმობს - რედ). კვარათი ძალიან აღტაცებული ვარ, საოცარ რაღაცებს აკეთებს, რისი გაკეთებაც ძნელია. ასეთ ფეხბურთელებს აღფრთოვანებაში მოვყავარ და ამას ჩემი მსმენელი რეპორტაჟისას ამჩნევს. ეს არის სეზონი, რომელშიც „ნაპოლიმ“ ყველაფერი უნდა დაისახოს მიზნად, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა რეპიჩემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 21 თებერვალს, სტუმრად „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

0.113107