ევროპული გრანდების ინტერესიდან გამომდინარე „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაზე მუშაობს და მასთან კონტრაქტის განახლებასთან ერთად ხელფასის მომატებასაც აპირებს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ნეაპოლელები ხელფასის გაორმაგებას გეგმავდნენ, ახლა კი გასამმაგებაზე საუბრობენ. Calciomercato-ს ინფორმაციით, ნეაპოლელები კვარას ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივებას და ხელფასის 1.2 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე გაზრდას აპირებენ.
გარდა 3 მილიონისა, საუბარია ბონუსებზეც. სავარაუდოდ, მხარეები საბოლოოდ, ზაფხულში შეთანხმდებიან და ახალი კონტრაქტიც გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ამასთან, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.