„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი სუპერმატჩის ჩატარება იქნება საჭირო.
„მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი სუპერთამაშის ჩატარება დაგვჭირდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ თამაშის ჩატარება ახლა გვიწევს და არა რამდენიმე კვირის წინ. ველოდები, რომ „ენფილდი“ ფეხზე იდგება და ერთად უნდა ვიყოთ.
კარლო ანჩელოტი ბრწყინვალე, ჭკვიანი მწვრთნელია. მე პატივს ვცემ მას და აღფრთოვანებული ვარ მისით. მის განკარგულებში მსოფლიო დონის გუნდია, რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატეს. არ მგონია, რომ პარიზულმა ფინალმა ამ თამაშზე იმოქმედოს. მაშინ დავმარცხდით და ახლა შეგვიძლია, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.