რაგბი

17:45 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რეიტინგში იტალიას გადაასწრეს

World Rugby-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა და როგორც მოსალოდნელი იყო, „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რეიტინგში ერთი ადგილით წინ წაიწიეს და მე-12 ადგილს იკავებენ.



საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში მეტოქე 3:41 დაამარცხა, რითაც 0.75 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. იმის გამო, რომ იტალიის ნაკრები 6 ერში ჯერ-ჯერობით წარუმატებლად ასპარეზობს, ისინი საკმარის ქულებს ვერ აგროვებენ, რის გამოც მათ პოზიციები დათმეს.



„ბორჯღალოსნებს“ World Rugby-ს რეიტინგში 75.94 ქულა აქვთ. ისინი იტალიას უკვე 0.11 ქულით სჯობნიან. გარდა ამისა, ისინი 0.09 ქულით ჩამორჩებიან მეთერთმეტე ადგილოსან სამოას.

„ბორჯღალოსნების“ გარდა რეიტინგში დაწინაურდა პორტუგალიაც, რომელმაც ესპანეთს და რუმინეთს გადაასწრო. სწორედ რუმინეთს დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში.

0.126105