კალათბურთი

16:11 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი ისიანი - 20 ქულით ისევ საუკეთესო

ესპანური ლებ-პლატას ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-20 ტურში, ვილი ისიანის „მოლემ“„სან ანტონის“ უმასპინძლა და 70:98 დამარცხდა.

ისიანმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო) 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თუმცა ქართველის შესანიშნავმა თამაშმა საბოლოოდ მის გუნდს ვერ უშველა.

საქმე ის არის, რომ ვირუსის გამო „მოლეს“ სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა და ლიდერის ფუნქცია ჩვენებურმა იტვირთა. ცხადია, მატჩის საუკეთესო კალათბურთელად ვილი დაასახელეს.

„მოლე“ ლებ-პლატას ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონის რეგულარულ ჩემპიონატში, სადაც 14 გუნდი თამაშობს, 20 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა. „სან ანტონი“ კი მეორე პოზიციაზე დგას და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „პრატს.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110985