„მილანის“ ყოფილმა იტალიელმა მცველმა, ალესანდრო კოსტაკურტამ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ შანსებზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
„კვარაცხელიას აღმოჩენა 6 კგ.-იანი ტრიუფელის აღმოჩენას გავს. ის გასაოცარი ფეხბურთელია და არც ვიცი საიდან მოვიდა ან საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდა 6 თვის წინ“
„არ მინდა ეს სისულელედ ჩამითვალოთ, თუმცა „ნაპოლი“ ევროპაში საუკეთესო გუნდია. რა თქმა უნდა, სხვა გუნდებიც ძალიან მაღალ დონეს აჩვენებენ და კარგად ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგას შეუძლია მოთამაშეების ისეთი მოტივაცია გამოავლინოს, რომლებსაც შიდა ჩემპიონატებში ვერ ვიხილავთ.“
„ამ მომენტში „ნაპოლი“ „მანჩესტერ სიტიზე“ და სხვებზე უკეთესი გუნდია, თუმცა ევროპის უძლიერეს გუნდებს თავიანთი ნამდვილი ძალა ადგილობრივ ჩემპიონატებში ჯერ არ უჩვენებიათ, სწორედ ამიტომ მგონია, რომ „ნაპოლის“ აქვს შესაძლებლობა ასე ხმამაღლა და ასეთი დიდი მიზნებისთვის იოცნებოს“ - განაცხადა კოსტაკურტამ.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. მატჩი სამშაბათს, 21 თებერვალს, 23:55 საათზე „დოიჩე ბანკ პარკზე“ გაიმართება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.