ჭიდაობა

11:12 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

U23 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარმატება პოლონეთის ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში.



63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შოთაძემ შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა.

დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ცოტნე ანანიძემ (77 კგ) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

რომეო ბერიძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), საბა მამალაძე (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ), ლუკა გაბისონია (97 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

საბოლოო ჯამში, მიხეილ მელუასა და მარად სურმანიძის მიერ წაყვანილმა გუნდმა პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილიც დაისაკუთრა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.122359