იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს რამდენიმე მატჩი გაიმართა, რის შედეგადაც, ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.
„რომამ“ დღის ბოლო მატჩში „ვერონა“ მძიმედ, მაგრამ მაინც დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რადგან 44 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს და „მილანს“ ბურთების ბალანსით სჯაბნის.
თავის მხრივ, მანამდე მოიგო „ლაციომაც“, რომელმაც გასვლაზე „სალერნიტანას“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ორივე მეორე ტაიმში და ორივე ჩირო იმობილეს ანგარიშზეა, რომელმაც როგორც ჩანს, ფიზიკური პრობლემები უკან მოიტოვა. „ლაციო’ ჯერ ოთხეულს მიღმაა, მაგრამ იქვეა 42 ქულით მეხუთე ადგილზე.
მოულოდნელი ქულები დაკარგა ბერგამოს „ატალანტამ“, რომელიც შინ „ლეჩესთან“ 1:2 დამარცხდა. შედეგად, „ბერგამასკი“ 41 ქულით მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში იმდენად სიმჭიდროვეა, რომ სიტუაციის გამოსწორება მომდევნო მატჩებში შეეძლება.
და ბოლოს „იუვენტუსი“, რომელმაც მოიზე კინისა და ანხელ დი მარიას გოლებით სტუმრად „სპეციას“ აჯობა და 32 ქულა დააგროვა. ცხადია, „იუვე“ მოწინავე ექვსეულს სოლიდურად ჩამორჩება, მაგრამ მეშვიდე ადგილზე გადავიდა - კონფერენს ლიგის ზონაში. ამრიგად, ევროზონაში დაბრუნდა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-7 ადგილი კონფერენს ლიგის საგზურის მომტანი იმ შემთხვევაში იქნება, თუ იტალიის თასს ისეთი გუნდი მოიგებს, რომელიც სეზონს საუკეთესო ექვსეულში დაასრულებს. სხვათა შორის, რომ არა დაკლებული 15 ქულა, „ბებერი ქალბატონი“ ახლა მეორე ადგილზე იქნებოდა.
„ატალანტა“ – „ლეჩე“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 სისე (4), 0:2 ბლინი (74), 1:2 ჰოიულინი (87)
„სალერნიტანა“ – „ლაციო“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 იმობილე (60), 0:2 იმობილე (69, პენ)
„ფიორენტინა“ – „ემპოლი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 კამბიაგი (29), 1:1 კაბრალი (85)
„სპეცია“ – „ვერონა“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 კინი (32), 0:2 დი მარია (66)
„რომა“ – „ვერონა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 სოლბაკენი (45)