სხვა

23:27 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მძლეოსნობაში ერთ-ერთი უძველესი რეკორდი გაუმჯობესდა

ქალაქ აპელდოორნში, ჰოლანდიის დახურული არენების ჩემპიონატზე ასპარეზობისას, ჰოლანდიელმა ფემკე ბოლმა 400 მეტრი 49.26 წამში გაირბინა, რითაც დახურული არენებისთვის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ეს იყო მძლეოსნობაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეკორდი იყო.

ბოლმა 0.33 წამით გააუმჯობესა ძველი რეკორდი (49.59 წამი), რომელიც ჩეხ იარმილა კრატოხვილოვას 1982 წლის 7 მარტს ჰქონდა დამყარებული.

„ეს რეკორდი ყველა იმ ფანის დამსახურებაა, რომლებიც აქ მამხნევებდნენ. აქ ასე ბევრი ადამიანი ტრიბუნებზე ადრე არასდროს მინახავს. როცა ხაზი გადავკვეთე, მაშინვე მივხვდი, რომ რეკორდი ჩემი იყო. ამას იმ ხმაურმა მიმახვედრა, რომელიც ტრიბუნიდან მესმოდა“, - განაცხადა 22 წლის მორბენალმა.

ბოლმა ტოკიოს თამაშებზე 400 მეტრზე თარჯრბენში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ამერიკელ სიდნი მაკლაფლინს და დალილა მუჰამადს ჩამორჩა.

რაც შეეხება ღია არენების მსოფლიო რეკორდს, ისიც ძალიან ძველია. გერმანელმა მარიტა კოხმა 1985 წელს 400 მეტრი 47.60 წამში გაირბინა.

0.112113