თორნიკე შენგელიამ იტალიის თასი ვერ მოიგო. „ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ბრეშასთან“ საკმაოდ მოულოდნელად 76:84 დამარცხდა და ტიტულის გარეშე დარჩა.
გარდამტეხი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც სერჯო სკარიოლოს გუნდმა 9 ქულით წააგო და ამ ჩამორჩენის გაბათილება მეორე ტაიმში ვეღარ მოახერხა.
შენგელიამ ფინალურ შეხვედრაში 28 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 12 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
თორნიკე ახლა ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც წინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩები ელოდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სასწრაფოდ მოვითხოვ ზიზუს პსჟ-ს ტრენერად დანიშვნას)))
ეს გონია დინამოსაც დაცვაში დაუჯდება.აზრზე არაა ტიპი და ხალიფას მო..ან გამჩენი ჯერ იმის გამო ბარსა დაანგრია(ნეი-ლეო წაგვართვა) და მერე ახლა იმის გამო რომ ეს მზე ყავს ტრენერად
ეს რა მზეა მოგეშლება კაცს ნერვები.ხო ლაიპციგს დაუჯექით დაცვაში.მოაშორონ დროზე თუ უნდათ ლიგის მოგება