ნიქოზიის „აპოელის“ მცველმა ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. 24-ე ტურში მისი გუნდი შინ „დოქსას“ დაუზავდა და ძვირფასი ორი ქულა დაკარგა.
ლაშამ თავური დარტყმით 29-ე წუთზე გახსნა ანგარიში და მისთვის მეორე გოლი იყო სეზონში (მე-14 შეხვედრაში). მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლაშამ ყვითელი ბარათიც მიიღო. ნიქოზიელთა რიგებში განაცხადს მიღმა იყო გიორგი ქვილითაია, ხოლო მურთაზ დაუშვილი - სათადარიგოთა სკამზე.
„აპოელი“ სატურნირო ცხრილში 24 ტურის შემდეგ 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ლარნაკას აეკ-ს კი ერთადერთი ქულით ჩამორჩება.