ჩოგბურთი

21:48 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში ადგილი ერგო, მეტოქეც ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში დამარცხდა, მაგრამ ძირითად ბადეში მაინც ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ ტურნირს ჯეკ დრეიპერი დააკლდა, რომელსაც ტრავმა აქვს, მას კი ბასილაშვილი შეცვლის, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მაღალი რეიტინგი ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა.

ამრიგად, ნიკოლოზი დოჰას ძირითად ბადეში ძალებს მოსინჯავს და მისი პირველი მეტოქე ფრანგი ალექსანდრ მიულერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ჩემპიონია (2021 წელს), ხოლო შარშან ფინალში ითამაშა. ამდენად, მისი ძირითად ბადეში ვერგასვლა, სენსაციაც იყო, მაგრამ საბოლოოდ, მასში მონაწილეობას მიიღებს.

0.118275