ფეხბურთი

20:40 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, რატომაც არა?"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის გუნდს შეუძლია სეზონის ბოლომდე ამჟამინდელი ფორმა შეინარჩუნოს.

„მომწონს ნაპოლი. ხალხი ჩვეულებრივ, გრანდებს საუბრობს, მაგრამ "ნაპოლი" თავდაჯერებულია და კარგად თამაშობს. ისინი კარგად გამოდიან სერია A-შიც, ასე რომ ეს არ ექნება ადგილი ყურადღების გაფანტვას. რაც უფრო წინ მიიწევენ, მით უფრო გაიზრდებიან. ჩემპიონთა ლიგა? რატომაც არა. მე არ ვამბობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ რატომაც არა? სპალეტი ჭკვიანი ადამიანია, მას ესმის გუნდის, ისინი კარგად მუშაობენ.

მათ ასევე კარგი გარემო აქვთ, ეს ეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში ახლახან მივიდნენ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გააგრძელებენ ამ სეზონში ასე თამაშს. როცა სკუდეტო მრავალი წელი არ არის მოგებული, მოტივაცია უფრო დიდია“, - თქვა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება, რომელსაც გასვლაზე 21 თებერვალს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115593