ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, რადგან კვალიფიკაციის ფინალური შეხვედრა წააგო.
ნიკოლოზი ბრიტანელ ლიამ ბროდის გაეჯიბრა, მაგრამ ორ სეტში 4:6, 3:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ქართველმა საკუთარ ჩაწოდებაზე ორი გეიმი დათმო, რაც სეტის წაგების ფასად დაუჯდა, ხოლო მეორე სეტის მოსაგებად მეტოქეს ერთადერთი ბრეიკიც ეყო.
ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 1 ეისი მიითვალა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითადი ბადის მიღმა დარჩა და ჯერჯერობით, საუკეთესო ფორმაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.