ფეხბურთი

17:16 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ ტრავმის გამო "ზანდჰაუზენთან" ვერ ითამაშა

გერმანული „კარლსრუეს“ ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მე-2 ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ზანდჰაუზენთან“ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რისი მიზეზიც ტრავმაა.

ქართველ თავდამსხმელს მუხლის ანთება აღენიშნება, რის გამოც თამაში ვერ მოახერხა და ჯერაც უცნობია, როდის იქნება მზად მოედანზე გასასვლელად, მაგრამ სავარაუდოდ, დიდი დრო არ გაუცდება.

ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ოფიციალური დებიუტი ჯერ არ ჰქონია, წინა ტურში სათადარიგო სკამზე იყო, კიდევ უფრო მანამდე კი საბუთების პრობლემის გამო ვერ ითამაშა, ხოლო არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა, 5 დღის წინ ამხანაგურ შეხვედრაში პირველი ტაიმი ითამაშა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ „ფეჰერვარიდან“ იანვარში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

აქვე გეტყვით, რომ „კარლსრუემ“ „ზანდჰაუზენი“ სტუმრად დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა, რითაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. კრისტიან ეიხნერის გუნდი ამ დროისთვის 25 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 თებერვალს, „რეგენსბურგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114199