ფეხბურთი

15:04 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარადოქსი: დუბრავკა ინგლისის ლიგის თასის მედალს მხოლოდ ფინალის წაგების შემთხვევაში მიიღებს

„ნიუკასლ იუნაიტედის“ მეკარე მარტინ დუბრავკა ინგლისის ლიგის თასის ფინალში ვერ ითამაშებს, მედალს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი გუნდი დამარცხდება. პარადოქსია, მაგრამ ასეა.

საქმე ისაა, რომ სლოვაკმა მიმდინარე სეზონში 4 თვე „მანჩესტერში“ გაატარა და ორი მატჩი სწორედ ლიგის თასზე ჩაატარა. ამიტომაც, მას ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონში სხვა გუნდში თამაში არ შეუძლია და მეტიც, თუ „ნიუკასლი“ ფინალს მოიგებს, მედალს ვერ მიიღებს, რადგან ტურნირზე „კაჭკაჭების“ მაისურით არ უთამაშია.

სამაგიეროდ, ერგება ვერცხლის მედალი, წაგების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლი“ ფინალში ვერც ძირითად მეკარეს, ნიკ პოუპს დაეყრდნობა, რომელიც გუშინ, „ლივერპულთან“ გააძევეს და დისკვალიფიკაცია თასზეც მოქმედებს. ამრიგად, „ნიუკასლის“ კარს ფინალში მესამე მეკარე, ლორის კარიუსი დაიცავს.

აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლისა“ და „მანჩესტერის“ ფინალური მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.

0.121032