ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ შესახებ „სასუოლოსთან“ მატჩზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი იმდენად კარგად თამაშობს, რომ მას რომელიმე ევროპული გრანდი ნეაპოლიდან ვერტმფრენით წაიყვანს.
„ნაპოლისთვის“ კარგი მინდა და ამიტომ, მეშინია, რომ კვარაცხელიას დიდი გუნდები, რომლებსაც მოეწონებათ, ვერტმფრენით წაიყვანენ, რადგან ფენომენალურია“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.