ფრანკფურტის „აინტრახტს“ შესაძლოა „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში კაპიტანი სებასტიან როდე დააკლდეს.
გამოცდილი ფეხბურთელი გაციებულია და ბრემერის „ვერდერის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა. ასე რომ, შესაძლოა, მან ვერც ნეაპოლელებთან შეძლოს მოედანზე გასვლა.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 თებერვალს, ფრანკფურტში გაიმართება.