ფეხბურთი

1:09 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრემ პოტერი: “არ ვფიქრობ, რომ პრობლემა ჩემშია“

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად „ლურჯები“ „საუთჰემპტონთან“ დამარცხდნენ და რა თქმა უნდა, მათი მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერიც კრიტიკის ქარცეხლში გაეხვა, რაზეც მან მატჩის შემდგომ ისაუბრა:



„როდესაც სახლში 0:1 დამარცხდები, ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც მიიღებ გასაგებია. ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს და ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მათ შორის ისეთისაც, როგორიც პრემიერლიგაში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირებაა.“

„როდესაც შედეგებს ვერ აჩვენებ, ყველაფერი რთულდება. ეს ყოველთვის ასე ხდება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ პრობლემა მე ვარ. არ მგონია, რომ ისინი მართლები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ თავიანთი ხედვების და მოსაზრებების დაფიქსირება არ შეუძლიათ.“ - განაცხადა პოტერმა.

ლონდონის „ჩელსის“ ინგლისში ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია და საერთოდაც, 2023 წელს გუნდს ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული ყველა ტურნირზე ერთად. ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია ის, რომ გუნდი ცხრილის შუაშია და კიდევ უფრო ლოგიკურია ის, რომ გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის მისამართით დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119616