ჩოგბურთი

0:40 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა დოჰას ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა ზედიზედ მეორედ მოიგო კატარის ღია პირველობა. ფინალში მან 6-3, 6-0 დაამარცხა ამერიკელი ჯესიკა პეგულა. დჰაში ჩატარებული სამი შეხვედრის განმავლობაში (მეოთხედფინალი უთამაშებლად გაიარა), მან მხოლოდ ხუთი გეიმი დათმო.

საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობების მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში გამარჯვების შემდეგ განცხადა, რომ მისი დომინაცია მნიშვნელოვანი არაა და რომ მეოთხედფინალში დასვენება ძალიან დაეხმარა. „რა თქმა უნდა, იმ შეხვედრის გამოტოვებამ ძალა დამიზოგა. და საერთოდ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ გეიმს მოიგებ და წააგებ. მთავარი საბოლოო შედეგია“, - განაცხადა სვიატეკმა.

პოლონელისთვის ეს ამ სეზონში მოპოვებული პირველი ტიტულია. ის ავსტრალიის ღია პირველობას მეოთხე წრეში გამოეთიშა. ის იმედოვნებს, რომ გასული სეზონის მსგავსად, დოჰაში გამარჯვებას სხვა ტურნირებზე წარმატებებიც მოჰყვება. შარშან რომ დოჰას ტურნირია ჩემპიონი გახდა, იქიდან მოყოლებული, ზედიზედ 37 შეხვედრაში გაიმარჯვა და მიამის, ინდიან ველსის და რომის მასტერსები, შემდეგ კი როლან გაროსი მოიგო.

0.119761