ფეხბურთი

23:41 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ნიუკასლი" დაამარცხა და ოთხეულს მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ლივერპული“ „ნიუკასლს“ ესტუმრა, მოიგო და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდა.

იურგენ კლოპის გუნდს ძალიან ცუდი სერია ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორი თამაშის მოგებით ყველაფერი გამოსწორდა, ახლა იმავე „ნიუკასლს“, რომელიც მეოთხე ადგილზეა, „წითლები“ 6 ქულით ჩამორჩებიან და თან, თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„ლივერპულმა“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ მატჩის ბედი საწყის 17 წუთში გადაწყვიტა: ჯერ დარვინ ნუნიესმა გაიტანა, მერე კოდი გაკპომ სხვაობა გააორმაგა. „კაჭკაჭების“ მდგომარეობა 5 წუთში კიდევ უფრო დამძიმდა: ნიკ პოუპმა საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და გააძევეს. 22-ე წუთისთვის ნათელი გახდა, რომ „ლივერპული“ მოიგებდა, რადგან 2:0-ს იგებდა და რიცხობრივი უპირატესობას გააჩნდა. ასეც მოხდა, დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„ლივერპულმა“ 35 ქულა დააგროვა და ჯერ მერვე ადგილზეა, მაგრამ ცხრილში სიმჭიდროვეა და ოთხეულთან მხოლოდ 6 ქულა აქვს ჩამორჩენა, თან კონკურენტებზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგზე ერთით, ზოგზე ორით ორით ნაკლები. კლოპის გუნდი მომდევნო ტურში 25 თებერვალს, „კრისტალ პალასს“ ესტუმრებმა

„ნიუკასლისთვის“ ეს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ რაღაც მეორე მარცხი და საინტერესო ისაა, რომ ორივე თამაში „ლივერპულთან“ წააგო: დღეს და მანამდე 31 აგვისტოს, „ენფილდზე“ 1:2, როცა 98-ე წუთზე გაუშვა მეორე გოლი. ისე კი „ჯორდებს“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდათ და 41 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, წინ „მანჩესტერ სიტისთან“ საგარეო მატჩია.

„ნიუკასლი“ – „ლივერპული“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ნუნიესი (10), 0:2 გაკპო (17)

0.114299