სხვა

22:20 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში რობინიოს დასჯას ითხოვენ

იტალიაში მოითხოვეს, რომ ბრაზილიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რობინიო, 9-წლით დააპატიმრონ გაუპატიურების ბრალდებით.



ბრაზილიის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მსგავსი მსგავსი მოთხოვნა შეუვიდათ, თუმცა მასში ფეხბურთელის სახელი არ იყო ნახსენები. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნას იუსტიციის სამინისტროს ქონების რეპატრიაციისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი განიხილავს.

კვირის დასაწყისში იტალიის იუსტიციის სამინისტრომ ფეხბურთელის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ იანვარში გაუპატიურებისთვის მისი ნასამართლობა დაადასტურა. ამის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკული სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რობინიოს მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში დაემუქრება პატიმრობა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მილანის სასამართლომ რობინიო და კიდევ ხუთი ბრაზილიელი დამნაშავედ ცნო ქალბატონის ჯგუფურ გაუპატიურებაში. ბრალდება 2020 წელს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა და ის გასულ თვეში იტალიის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა.

თეგებირობინიო
0.126987