ფეხბურთი

21:41 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბორდომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, დავითაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „პარიზს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ქართველმა კი შეუცვლელად ითამაშა.



დავითაშვილმა მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე იაქტიურა, თუმცა მის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ანგარიში 24-ე წუთზე ბოკელემ გახსნა, 32-ე წუთზე კი მასპინძელთა უპირატესობა ბარბემ გაზარდა.

მეორე ტაიმში „პარიზელთა“ მხრიდან გოლი ლოპესმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ სტუმრებმა მეტი ვეღარაფერი გაახერხეს და საბოლოოდ, გამარჯვება „ბორდოს“ დარჩა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, „ბორდომ“ 42 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერ „ლე ავრს“ კი თავისი შეხვედრის ჩატარებამდე, 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 27 თებერვალს, „ამიენის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117058