„მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალთან“ ოთხი დღის წინ მოგებული თამაში შეიძლება ითქვას, წყალში გადაყარა, რადგან 24-ე ტურში „ნოტინგემთან“ ქულები დაკარგა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა ტაიმი ბერნარდო სილვას გოლით მოიგო და კარგა ხანს იგებდა, მაგრამ მეორე გოლი, რომელიც „ქალაქელებს“ თამაშის მოკვლის შესაძლებლობას მისცემდა, ვერ გაიტანეს, შედეგად, კრის ვუდმა გაათანაბრა და „სიტიმ“ ვერ მოიგო. ამრიგად, „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩა, თან თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში გვარდიოლას გუნდი გასვლაზე „ბორნმუთს“ შეხვდება.
„ჩელსის“ კრიზისს დასასრული არ უჩანს: „არისტოკრატებმა“ საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან და აქამდე უიმედო აუტსაიდერ „საუთჰემპტონთან“ წააგეს! გრემ პოტერის გუნდს პრემიერლიგაში უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რის შედეგადაც, 31 ქულით მეათე ადგილზეა და წესით, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, „ევერტონის“ გამარჯვება, რომელმაც უშუალო კონკურენტ „ლიდსს“ აჯობა და გასავარდნ ზონაში ადგილი გაუცვალა. „ფულჰემმა“ უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ოღონდ ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლაში, აჯობა რა, გასვლაზე „ბრაიტონს“ და მეექვსე პოზიციაზე გადავიდა, ჩემპიონთა ლიგის ზონასთანაც უკვე ძალიან ახლოსაა.
„ჩელსი“ – „საუთჰემპტონი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 უორდ-პრაუსი (45)
„ნოტინგემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (41), 1:1 ვუდი (84)
„ვულვზი“ – „ბორნმუთი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ტავერნიერი (49)
„ევერტონი“ – „ლიდსი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კოულმენი (64)
„ბრაიტონი“ – „ფულჰემი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 სოლომონი (88)
„ბრენტფორდი“ – „კრისტალ პალასი“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ეზე (69), 1:1 ჟანელტი (90)