ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მარსელომ, რომელიც ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ 5 თვის წინ შეუერთდა, კონტრაქტი გაწყვიტა.
ინფორმაცია ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა, ბერძნულ მედიაში კი წერენ, რომ მოთამაშემ შესაძლოა უკეთესი შემოთავაზება მიიღო სხვა გუნდისგან, რომელიც მას როგორც ფინანსურად, ასევე კვალიფიციურადაც აკაყოფილებდა.
მარსელოს კონტრაქტი პირეოსელებთან 1 წელზე იყო გათვლილი და კიდევ 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივა ჰქონდა. ამ პერიოდში მარსელომ 10 თამაში, 332 წუთი ითამაშა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, მარსელო მადრიდში დაბრუნდება და ფორმის აღდგენას ყოფილ კლუბთან, „რეალ მადრიდთან“ ერთად შეეცდება.