ძიუდო

19:35 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილის ოქროს მედალი თელ ავივის გრანდ სლემზე

თელ ავივის გრანდ სლემი საქართველომ სამი მედლით დაასრულა. ბოლო მედალი ბექა ღვინიაშვილის აქტივშია, რომელმაც ფინალში იასპარეზა და ოქრო მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა, ხოლო შემდეგ უკრაინელი არტიომ ბუბირი და მონღოლი ალტანბაგანა განტულგა დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს გაეჯიბრა, რომელსაც მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან ტოტის დაუპირისპირდა და იპონით მისი ძლევა მოახერხა.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟშიც ვერ გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თელ ავივის გრანდ სლემზე 6 ძიუდოისტით გამოვიდა და ასპარეზობა სამი მედლით დაასრულა: ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ოქროს, ხოლო ლაშა ნადირაძე ბრინჯაოს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113477