ფეხბურთი

18:59 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კატარელ ინვესტორს კონკურენციას სერ ჯიმ რეტკლიფი უწევს

ბოლო საათებში ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატარელმა ინვესტორმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად შეთავაზება გააკეთა, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სერ ჯიმ რეტკლიფმაც გააოფიციალურა თავისი სურვილი.



სერ ჯიმ რეტკლიფი ქიმიური კომპანიის, INEOS-ის მფლობელია და ბრიტანეთში ყველაზე მდიდარ პიროვნებად ითვლება. დღეს მისმა კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად შეთავაზება გააკეთა.

„წითელი ეშმაკები“ 2005 წლიდან გლეიზერების ოჯახს ეკუთვნის, თუმცა გულშემატკივრები მათი მუშაობით უკმაყოფილონი არაერთხელ ყოფილან, ეს ყველაფერი კი ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებშიც გადაიზარდა, რის შემდეგაც, ძმებმა გადაწყვიტეს, რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, გუნდს შეელევიან.

სარფიანი შემოთავაზება გლეიზერებს გარანტირებული აქვთ, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყიდვას ერთი მხრივ კატარელი ინვესტორი, შეიხი იასიმ ბინ ჰამად ალ თანი, მეორე მხრივ კი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი პიროვნება, სერ ჯიმ რეტკლიფი აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12282