ძიუდო

16:59 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი თელ ავივის გრანდ სლემის ფინალშია

თელ ავივის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ძალები ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა და ბექა ღვინიაშვილი ფინალშია, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას გამოეთიშა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ბულგარელ ივაილო ივანოვს აჯობა, ხოლო შემდეგ უკრაინელი არტიომ ბუბირი და მონღოლი ალტანბაგანა განტულგა დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს გაეჯიბრა, რომელსაც მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ კრისტიან ტოტის დაუპირისპირდება.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ წრეში უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟშიც ვერ გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თელ ავივის გრანდ სლემზე 6 ძიუდოისტით გამოვიდა და ამ დროისთვის ორი მედალი აქვს მოპოვებული: ვაჟა მარგველაშვილი ოქროს, ხოლო ლაშა ნადირაძე ბრინჯაოს დაეუფლა. გარდა ამისა, ფინალში გასვლით ღვინიაშვილმა მინიმუმ ვერცხლი გაინაღდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113751