ფეხბურთი

15:22 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: "ნაპოლის" გარდა, სხვა კლუბებს კვარაცხელიასი ბოლომდე არ სჯეროდათ"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და „დინამო ბათუმის“ ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა Radio Punto Nuovo-ს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კვარათი სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ ერთადერთი კლუბი, ვისაც მისი ბოლომდე სჯეროდა, „ნაპოლი“ იყო.

"ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რასაც აკეთებს კვარაცხელია ევროპაში, ისევე როგორც ყველა ქართველი. ის ბრწყინვალე ტალანტია, ის არის ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმსახურებს: ის არის ფანტასტიკური ადამიანი და სანახაობრივი ფეხბურთელი. მთელი ქვეყანა მას და "ნაპოლის" უჭერს მხარს. კვარა უკვე ევროპის ტოპფეხბურთელია. უბრალოდ მინდა ვუსურვო მას, ასე გააგრძელოს და წინ წავიდეს, მოიგოს სერია A და ასევე ძალიან კარგად იასპარეზოს ჩემპიონთა ლიგაში.

„ნაპოლი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს. მხოლოდ „ნაპოლის“ სურდა მისი გადაბირება? იყო სხვა კლუბები და სხვა შემოთავაზებები, რომლებიც ჩვენამდეც და მის აგენტამდეც მოვიდა, მაგრამ კვარამ „ნაპოლი“ აირჩია.

მას სურდა "აძური" და არა სხვა კლუბი, ასე რომ, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან საუკეთესო არჩევანი გააკეთა მისთვის და მისი კარიერისთვის. ის წავიდა სწორ კლუბში, სწორ ადგილას და სწორ მწვრთნელთან. ამ მომენტში „ნაპოლი“ ევროპაში უმაღლესი დონის კლუბია და დროთა განმავლობაში კვარა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება.

რა ღირს დღეს კვარა? ნამდვილად ძნელი სათქმელია (იცინის - რედ)... ძალიან ძვირი ღირს. ფული, რომლის ქაღალდზე დაწერაც რთულია. ვინც მის ყიდვას შეეცდება, უნდა იცოდეს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი მას რეკორდულად შეაფასებს. მერე კი, დე ლაურენტისმა ჩემზე უკეთ იცის, როგორ მართოს ეს ყველაფერი.

ჯუნტოლი არაჩვეულებრივი სპორტული დირექტორია და მისი ნამუშევარი ამაზე მეტყველებს. მან პირველმა დაიჯერა კვარას ნიჭის და საბოლოოდ მართალიც იყო. სპალეტისთან ერთად ჯუნტოლიმ გააკეთა სწორი არჩევანია და კვარა მათ მადლობას მოედნიდან უხდის. ხვიჩას გაბრწყინებაც მათი წარმატებაა, ნებისმიერ ფასად უნდოდათ და პირველივე წუთიდან სჯეროდათ მისი შესაძლებლობების.

სხვა კლუბებმა, რომლებიც კვარათი ინტერესდებოდნენ, ბოლოს ბევრი რამ თქვეს: "ამას ეს არ შეუძლია, ის არ შეუძლია...", სამაგიეროდ, „ნაპოლი“ არასოდეს ყოყმანობდა. ისინი აქ მის საყიდლად და შიშის გარეშე მოვიდნენ, ახლა მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ“, - თქვა დვალიშვილმა.

0.114754