ფეხბურთი

1:03 | 18.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

რიკარდო კუკი: "ძალიან ვნანობ, რომ კომენტატორობა კვარაცხელიას იტალიაში მოსვლამდე შევწყვიტე"

ცნობილი იტალიელი კომენტატორი რიკარდო კუკი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია.

რადიოკომენტატორმა აქტიური კარიერა გასულ წელს დაასრულა, სანამ კვარა სერია A-ში მოხვდებოდა. ამიტომაც, რიკარდომ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ მისთვის დასანანია, კვარას თამაშების წაყვანა რომ არ მოუწია:

„პირველი ტაიმის შემდეგ ვიტყვი, რომ ჩემი სინანული გაიზარდა, კომენტატორობას თავი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მისვლამდე რომ დავანებე“, - დაწერა მან, რომელიც იტალიაში თავის სფეროში ლეგენდადაა აღიარებული.

თუმცა, კუკი ერთადერთი არ არის, ვინც ქართველი „სასუოლოსთან“ გოლის შემდეგ შეაქო. „უდინეზეს“ ფეხბურთელმა დაწერა: „კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია. პატივისცემა ჩემგან“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:05 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

წარმატება ბიჭებს

02:04 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

იმიტომ არის ამზელა აჟიოტაჟი

02:04 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

მგონი კაი გუნდია ამ სპორტში

02:04 | 19.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ეს ბოსნია

00:21 | 03.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

ეეხ ჩვენ ძაან გვინდა რომ ყველა სპორტში წარმატებას მივახწიოთ

00:22 | 03.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (44270)

მაგრამ სამწუხაროთ მასე არ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079626