საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-ტაავონი“ 2:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ორი საგოლე პასი გააკეთა.
განსაკუთრებით ეფექტური მე-17 წუთზე გაკეთებული გადაცემა იყო, როდესაც ძალიან ლამაზი პასით თანაგუნდელი მეკარესთან დატოვა. მეორე ტაიმში მან მეორე შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ერთ-ერთ ეპიზოდში კრიშტიანუ პენალტის დანიშვნასაც ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ალ-ნასრს“ 40 ქულა აქვს და ლიდერობას „ალ-იტიჰადსა“ და „ალ-შაბაბთან“ ერთად იყოფს. რონალდუს საუდის არაბეთის ჩემპიონატში 5 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.