ფეხბურთი

21:20 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ობი მიკელი: "აზარი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელია, ვინც ოდესმე მინახავს"

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოჰამედ სალაჰისა და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, თქვა, რომ ედენ აზარი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელია, ვინც ოდესმე უნახავს.

„ერთხელ მოურინიომ გადაწყვიტა სალაჰი პირველ ტაიმში შეეცვალა, მაგრამ მხოლოდ შეცვლით არ შემოიფარგლა და გადაწყვიტა, მასზე სიტყვიერი თავდასხმაც განეხორციელებინა. სალაჰმა ცუდად ითამაშა და ამიტომ, მოურინიომ ის გაანადგურა. მომო კი აცრემლებული იყო.

ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მინახავს, ედენ აზარია, მაგრამ მატჩის დღეს გარდაიქმნებოდა და MVP ხდებოდა. მეტი რომ ევარჯიშა, შეიძლებოდა გამხდარიყო იმაზე ძლიერი მოთამაშე, ვიდრე არის“, - თქვა ნიგერიელმა ფეხბურთელმა.

0.11569