ფეხბურთი

20:26 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის მამა: "არ მგონია, ლეომ "ბარსელონაში" ისევ ითამაშოს"

ლიონელ მესის მამამ, ხორხე მესიმ თავისი შვილის მომავალზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ბარსელონაში“ ლეოს დაბრუნების შანსი მაღალი არ არის და არ ფიქრობს, რომ ეს მოხდება.

„არ მგონია, ლეომ „ბარსელონაში“ კვლავ ითამაშოს. ჯერ პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ არც ლაპორტასთან გვილაპარაკია და ამ დროისთვის არანაირი შემოთავაზება არ გვაქვს“, - თქვა ხორხემ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

0.113479