ფეხბურთი

19:37 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გალტიე: "ნეიმარს უყვარს პოკერი და უფლება აქვს ითამაშოს"

„პარი სენ ჟერმენი“ კრიზისშია და როგორც ჩანს, გუნდის შიდა სამზარეულოშიც ყველაფერი რიგზე არაა. ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ისევ სკანდალში გაეხვა, რადგან პოკერის სათამაშოდ შენიშნეს, არადა, პსჟ-მ „ბაიერნთან“ ახლახან წააგო, რამაც გულშემატკივრების იმედგაცრუება და გაბრაზება გამოიწვია.

პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„ნეიმარს ველაპარაკე და ჩემი აზრი გამოვთქვი. ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩება, მაგრამ მას დასვენების დღე ჰქონდა, უყვარს პოკერის თამაში და ამის გაკეთების უფლება დასვენების დღეს აქვს“, - თქვა გალტიემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ბოლო სამი მატჩი წააგო: „მარსელთან“, „მონაკოსა“ და „ბაიერნთან“.

0.111689