მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ სუპერლიგა ფეხბურთს სჭირდება, რადგან უეფას სხვისი აზრი არ აინტერესებს. როგორც მან თქვა, უეფამ დააარსა ერთა ლიგა, რომელიც არავის სჭირდება და ამტკიცებს, რომ კარგი ტურნირია.
„სუპერლიგის იდეა შეიცვალა და მეორე შანსს იმსახურებს. არცერთი გუნდი არ იქნება ტურნირიდან გამორიცხული, რადგან მუდმივი წევრები შეჯიბრს არ ეყოლება. ეს იქნება ღია სპორტული ტურნირი, მაგრამ კლუბების მიერ მართული და არა უეფას მიერ, რადგან კლუბებს მიაჩნიათ, რომ საამისოდ უეფა არ სჭირდებათ. ვფიქრობ, სუპერლიგა შანსს იმსახურებს და მოუთმენლად ველოდები, რადგან ახალ ენთუზიაზმს მოიტანს. ამბობენ, რომ „სიტი“ – „რეალის“ მატჩის ყურება ყოველ კვირას მომაბეზრებელია, მაგრამ ფედერერი - ნადალის დაპირისპირების ნახვა მოგბეზრდათ? მე - არა.
რატომ არის უეფასთვის სწორი ერთა ლიგის დაარსება, რომელიც არავის სჭირდება? ისინი არავის არაფერს ეკითხებიან. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა წინადადებების მოსმენა, როგორიცაა სუპერლიგა. ისეთი შეგრძნება, რომ მაქვს, რომ აღარავინ გვისმენს“, - თქვა კროოსმა.