სატრანსფერო ექსპერტმა ემანუელე კამაროტომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიუხედავად ევროპული კლუბების ინტერესისა, „ნაპოლიში“ მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.
მას ეჭვი არ ეპარება, რომ კვარას კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ და ხელფასსაც გაუზრდიან.
„ოსიმენი შეიძლება „ნაპოლიდან“ წავიდეს, სამაგიეროდ, არანაირი ეჭვები არ არსებობს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ის მოსწონს მადრიდის „რეალს“ და სხვა უცხოურ კლუბებს, მაგრამ „ნაპოლიში“ დარჩება. ხელფასის კორექტირება მოხდება და მის გარემოცვასთან ამაზე საუბარი უკვე დაწყებულია. დანარჩენი ჭორები და ყველაფერი სისულელეა“, - თქვა კამაროტომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტი სავარაუდოდ, ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, ხოლო ხელფასს 2.4 მილიონ ევრომდე გაუზრდიან.