„ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ბაიანომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველისა და ნიგერიელის ურთიერთგაგება, მისი და გაბრიელ ბატისტუტას ტანდემს აგონებს.
„ხვიჩა კვარაცხელია დღეს ევროპაში საუკეთესო გარემარბია, სხვებისგან ასეთი კონკრეტულობა არ მახსენდება. ქართველი და ვიქტო ოსიმენი დიდებულად უგებენ ერთმანეთს და ყოველთვის ხუარიათ ერთმანეთის წარმატება. ამ თვალსაზრისით ჩემი და გაბრიელ ბატისტუტას ურთიერთობას მაგონებენ.
„ფიორენტინა“ მე ვიყავი, ვინც ბატისტუტას პასებს აძლევდა, ისევე, როგორც ახლა კვარა აკეთებს ოსიმენთან. გაბრიელიც სიხარულით მაძლევდა პასებს და იგივეს ვხედავ „ნაპოლის“ თავდამსხმელებში“, - თქვა ბაიანომ.