ფეხბურთი

14:06 | 17.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

"აინტრახტის" მწვრთნელი: "კვარაცხელია ჩემთვის სიურპრიზია, მასზე არაფერი ვიცოდი"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის ქართველი ფეხბურთელი ნამდვილი სიურპრიზია.

„მას არ ვიცნობდი. გამიკვირდა, რომ ახალგაზრდა ქართველს ამდენი თვისება აქვს და სერია A-ში თავი ასე სწრაფად დაიმკვიდრა, ეს ადვილი არ არის. ფლანგზე თამაშობს, მაგრამ დრიბლინგით ცენტრისკენ იწევს, შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ მარტო არ დავტოვოთ ჩვენი ფლანგელები და დავეხმაროთ მათ, რათა მისი თვისებების კონტროლი შევძლოთ“, - თქვა გლასნერმა.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 თებერვალს, ფრანკფურტში გაიმართება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 17.11.2020
თენგაბი (950)

უძლეველი ლევანი რომ გვახსოვს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი. რომ არა ეს ტრავმა...ყოველ შემთხვევაში, მოიგებ თუ წააგებ, შენს გვერდით ვართ. წარმატებები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060548